ადვოკატი - „ლავას ოღლი“ ძალიან გაბრაზებულია, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს - ის შიმშილობის უკიდურეს ფორმას მიმართავს

მინდია „ლავას ოღლი“ ძალიან გაბრაზებულია, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ის შიმშილობის უკიდურეს ფორმას მიმართავს, მშრალ შიმშილზეა, - ამის შესახებ თურქეთის ციხეში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის („ლავას ოღლის“) ადვოკატმა ლექსო კობაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მსჯავრდებული მინდია გორაძე ორი დღეა რაც შიმშილობს და ითხოვს, რომ თურქეთიდან მისი ექსტრადირება მოხდეს. მას საექსტრადიციო 6 თვიანი ვადა მაისში ეწურება.

"მე-6 თვეა კაცი ციხეშია და არ იცის რისთვის ზის. თურქეთის რესპუბლიკა წერს ჩვენს ქვეყანას, მიგყავთ თუ არაო. სახელმწიფო ოფიციალურ წერილში თურქეთს პასუხობს, დრო გვჭირდებაო. საექსტრადიციო ვადა არ დარღვეულა, მაგრამ ბოლო წამამდე რატომ უნდა მიიყვანონ? მისი მოთხოვნაა, სახელმწიფომ თავი დაანებოს ან ექსტრადირება მოახდინოს. სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა, მისი ექტრადირება მოეხდინა. თუმცა, სახელმწიფომ ეს უფლება არ გამოიყენა. კეთილი ინებონ და ნუღარ აწვალებენ, უცხო ქვეყანში მაინც დაანებონ თავი", -აცხადებს კობაიძე.

როგორც ის აღნიშნავს, მინდია გორაძის („ლავას ოღლის“) ოჯახს საქართველოში ავიწროვებენ.

"მინდიას მეუღლეს კრედიტის აღებაზე უარი უთხრეს. მას ბანკში განუმარტეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ შენზე სესხი არ უნდა გავცეთო. არადა, ბანკში არანაირი დარღვევა არ ჰქონია, აქამდე აძლევდნენ კრედიტს და ახლა აღარ. ჩვენი სახელმწიფო ლავას ოღლის და მის ოჯახს ყველანაირად ავიწროვებს. ეს არის პოლიტიკური დევნა. ასეთ რეალობაში უწევთ მინდია „ლავას ოღლის“ ოჯახის წევრებს ცხოვრება. მინდია „ლავას ოღლი“ არის პოლიტიკური დევნილი. დაანებონ თავი მას და მის ოჯახს, წინაღმდეგ შემთხვევაში, ის გაჩერებას არ აპირებს, ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი არსებობს, რომ ეს საქმეები გავასაჩივოთ და იმ მაღაჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა მოვითხოვოთ, რომლებიც მხოლოდ მათი ნება-სურვილის საფუძველზე ახდენენ ლავას ოღლის და მისი ოჯახის დევნას", -განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ, მინდია გორაძეს („ლავას ოღლის“) კანონიერი ქურდობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა