გია ვოლსკი - სააკაშვილი, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში

მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკმა განაცხადა.

გია ვოლსკი 12 აპრილს, ვარშავაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა.

„მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია - ერთობლივად შემუშავებული „საგზაო რუკა“ და რუსეთს საშუალება მიეცა მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისათვის საჭირო გეგმის რეალიზაცია.

დღეს, მინდა ყურადღება გავამახვილო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.

შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსათვის, გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება „კოლონიალური პოლიტიკის“ გამტარებელ ევროკავშირში.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, უკრაინელებს დასავლეთის დიქტატისაგან დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი, მულტფილმი, რომელიც დედაქალაქის ახლად აშენებულ ქალაქში გადატანის და საყოველთაო კეთილდღეობის დემონსტრირების კონცეფციაზეა აგებული.

საქართველოსთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ლიდერისაგან მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე, რომელიც მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატში პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

დასაშვებია, რომ ეს გამოხტომა მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიოს, თუმცა, თუკი ყურადღებით გავაანალიზებთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსების და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თამჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნებიც სხვა შინაარსის იქნება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს გამოხატავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხალხისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების პოზიცია, ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი ქვეყნების და გაერთიანებების მოღვაწეობის „კოლონიალისტურ პოლიტიკად“ შეფასების თაობაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინისადმი დასავლეთის მიდგომა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპას უკრაინა „სადღაც კუთხეში სჭირდება“.

„ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგორც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორეს მხრივ, არის დასავლეთი, რომელსაც კოლონიალური მიდგომები აქვს. კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. რაში სჭირდებათ მათ უკრაინული ავიამშენებლობა, კოსმოსთან დაკავშირებული ამბები? მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა. ეს ასეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა