ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი შინაარსით ანტიდასავლური ძალაა

მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი შინაარსით ანტიდასავლური ძალაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის განცხადება, რომ წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და დასავლეთს ამ ქვეყნების მიმართ კოლონიური დამოკიდებულება აქვთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალაა.

"არაერთხელ გვითქვამს, რომ თავისი შინაარსით „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალაა, რაც მათი საქმიანობის შედეგებში გამოიხატებოდა. მათი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოში დასავლური ღირებულებების შესუსტებისკენ და ამას სამწუხაროდ, წარმატებით ახერხებდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ანტიდასავლური ძალაა, ეს კიდევ ერთხელ წამოსცდა ყოფილ პრეზიდენტს და დაადასტურა, ეს ასევე დადასტურდა, როდესაც მათ გრიგოლ ვაშაძე წამოაყენეს საპრეზიდენტო კანდიდატად. სწორედ ამიტომ იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ღირებულებები შორს იყო ევროპულისგან, დასავლური ღირებულებები ეს არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სწორედ ამას მთელი ძალისხმევით უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში," - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინისადმი დასავლეთის მიდგომა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპას უკრაინა „სადღაც კუთხეში სჭირდება“.

„ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგორც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორეს მხრივ, არის დასავლეთი, რომელსაც კოლონიალური მიდგომები აქვს. კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. რაში სჭირდებათ მათ უკრაინული ავიამშენებლობა, კოსმოსთან დაკავშირებული ამბები? მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა. ეს ასეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა