გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, „სიტროენ ჯორჯიას" საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომა დაინიშნა

კომპანია „სიტროენ ჯორჯიას" საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური დაიბარონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კომპანია „სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ განუცხადა.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, საკითხზე პარლამენტში 22 აპრილს, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩაინიშნა, სადაც, მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება, კონკრეტული მტკიცებულებები.

„ჩაინიშნა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სადაც ველოდებით ჯანდაცვის მინისტრსა და ნოდარ ხადურს. შემიძლია გითხრათ, რომ დგას პირადად ნოდარ ხადურის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. წარმოვადგენთ კონკრეტულ მტკიცებულებებს თუ როგორ ირღვეოდა კანონი“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა