კომპოზიტორმა ტონი მემელმა  ბენდთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონცერტი გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, შეზღუდული შესაძლებლობის მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ტონი მემელმა თავის ბენდთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონცერტი გამართა.

კონცერტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი რენო ესწრებოდა.

როგოროც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ რიმა ბერიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, დიდი პატივია მათთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სწორედ სამედიცინო უნივერსიტეტი შეარჩია ასეთი მნიშვნელოვანი ბენდის სტუმრობის ადგილად.

„90-იანი წლებიდან ვმეგობრობთ, ვურთიერთობთ, ვსაქმიანობთ ატლანტაში ემორის უნივერსიტეტთან და ეს მჭიდრო ურთიერთობა, რომ აშშ-ს საელჩომ ჩვენს უნივერსიტეტში მოიყვანა ეს ბრენდი, ამითაც უნდა იყოს გამოწვეული და მეორე, ტონი მემელი გახლავთ უნარშეზღუდული, მას დაბადებიდან არ აქვს ხელი და ეს ადამიანი არის მხნეობის, გმირობის მაჩვენებელი. მთელს მსოფლიოში აქვს ტური - უკრავს სკოლებში, საავადმყოფოებში ატარებს კონცერტებს. ის თავადაც დაინტერესდა ჩვენი ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრის პროგრამით, გვკითხა, მიიღო ინფორმაცია. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და დაფასებაა, რომ ის, როგორც პროფესიონალი, ირჩევს ჩვენს უნივერსიტეტს თავისი კონცერტისთვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საქმესთან ერთად კულტურული გაცვლა გაგრძელდება და გაღრმავდება,“ - განაცხადა რიმა ბერიაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის