საფრანგეთის შსს - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩენა გარანტირებული არ არის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩენა გარანტირებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის ჩაქრობაში 400-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. ამის შესახებ საფრანგეთის შს სამინისტროს წარმომადგენელმა ლორან ნუნესმა განაცხადა.

გამოცემა Le Parisien ასევე იუწყება, რომ მეხანძრეები დარწმუნებულნი არ არიან, რომ შეძლებენ ხანძრის შეჩერებას ტაძრის ჩრდილოეთ სამრეკლოში. საფრანგეთის პრემიერმა ედუარ ფილიპმა კი აღნიშნა, რომ მეხანძრეები გმირულად იბრძვიან და ცდილობენ გადაარჩინონ ის, რისი გადარჩენაც შეიძლება.

იხილეთ ვიდეო: კადრები ახლო ხედით - ცეცხლში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება