მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მდინარე მტკვარში გუშინ ღამე იპოვნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი გუშინ ღამით პროზექტურაში გადაასვენეს. მათივე ცნობით, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ 112-ის სამსახურს შეატყობინა, რომ თბილისში, მეტეხის ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადახტა. მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს სამაშველო სამსახური ახორციელებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა