ფრანგი მილიარდერების, არნოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ფრანგი მილიარდერების, არნოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„LVMH Moët Hennessy - Louis Vuitton-ის ჯგუფი და არნოების ოჯახი სოლიდარობას უცხადებენ ეროვნულ ტრაგედიას და ამ შესანიშნავი ტაძრის, საფრანგეთის სიმბოლოს აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

LVMH Moët Hennessy - Louis Vuitton ფრანგული ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელიც Louis Vuitton, Givenchy, Guerlain, Chaumet, Moët & Chandon, Hennessy ბრენდების პროდუქტებს აწარმოებს.

კომპანიის მფლობელი ბერნარ არნო და მისი ოჯახია. 2018 წლის მდგომარეობით, კომპანიის კაპიტალიზაცია 144 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო მისი მფლობელის ბერნარ არნოს ქონება კი 70 მილიარდ ევროდ არიას შეფასებული. ის 2018 წელს ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება