პარლამენტში მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, დეპუტატებმა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დროულად განიხილონ

პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება. მაჩალიკაშვილი კატეგორიულად მოითხოვს პარლამენტმა დროულად დაიწყოს ოპოზიციის იმ ინიციატივის განხილვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

მაჩალიკაშვილი ამ წუთებში ბიუროს დარბაზთან იმყოფება. მისი თქმით, ის ხელისუფლებისგან ითხოვს, გასცენ პასუხი კითხვას, თუ რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში 67-ე საკითხია და ითხოვს, რომ ის განსახილველ პირველ საკითხად გადმოვიდეს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა