ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტვინინგის პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, 16 აპრილს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტვინინგის პროექტი მიზნად ისახავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერას ინსტიტუციური მოწყობისა და სასწავლო პროგრამების დაახლოებაში ევროკავშირის სტანდარტებთან. პროექტი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და ითვალისწინებდა შემდეგ კომპონენტებს: სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის განახლება; სასწავლო მოდულების შემუშავება მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში; იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერთა, თანამშრომელთა და ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება; ელექტრონული სწავლების პროგრამების შემუშავება.

„დახურვის ღონისძიებაზე შეჯამდა ტვინინგის პროექტის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და კონსორციუმის წევრი ინსტიტუტების თანამშრომლობის შედეგები და ასევე ხაზი გაესვა სამომავლო პერსპექტივებს.

პროექტის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც უშუალოდ პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები, ისე - მოწვეული სტუმრები: ლატვიის, საფრანგეთის და ხორვატიის ოფიციალური პირები და დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს