თამარ გაბუნია - ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს

ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალურ მოდელზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისადმი მიძღვნილი შეხვედრის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა და სამომავლო ხედვების გაზიარება იყო.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მდგომარეობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანერგვის საჭიროებების შესახებ.

საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსაც, რომელთა დანერგვამ უფრო ეფექტური უნდა გახადოს ამ დარგში საქმიანობა.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მიმოხილვას, რათა ჩამოვყალიბდეთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე, გადავახალისოთ ის სფეროები, რასაც სჭირდება დაუყოვნებელი ყურადღება, ასევე სად არსებობს დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება, როგორც ადამიანური თავლსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რათა გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ და ვიმსჯელოთ, როგორი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალური მოდელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია, სათემო სერვისების განვითარების დროული ხელშეწყობა, ასევე მაქსიმალურად განვითარდეს ამბულატორიული სერვისი პაციენტებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს საზოგადოების მიმღებლობა და განვითარდეს ზოგადად პოზიტიური დამოკიდებულება და მხარდაჭერა ადამიანების მიმართ, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები. მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მინიმუმამდე შემცირდეს და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იქნეს გამოყენებული ის ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, მომსახურების

ხარისხი იყოს ოპტიმალური და მაქსიმალურად მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან“, - თამარ გაბუნიამ.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელის თქმით ბოლო წლების მანძილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი იზრდება და მნიშვნელობანია ეს თანხები დანიშნულებისამებრ გაიხარჯოს.

„შეხვედრის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა. ბოლო წლების მანძილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაზრდილი ბიუჯეტი მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც საჭიროა დანიშნულებისამებრ და ეფექტურად მოხდეს მისი ხარჯვა.“ - განაცხადა ირმა ხაბაზმა.

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტმა ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვიტარების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა გავიაროთ ის საკითხები, თუ როგორ მიდის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარება ქვეყანაში. რა გაკეთდა ამ დრომდე, სად ვართ ამჟამად და რა მიმართულებით უნდა გაგრძლედეს უახლოეს მომავალში განვითარება“. - განახადა ეკა ჭყონიამ.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრა „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის ეფექტური რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე