ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა 5 წელშია შესაძლებელი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა ხუთ წელიწადში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ შემოქმედი ერი ვართ და ბევრის რეკონსტრუქცია მოგვიწევს. დიახ, ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს და მას კიდევ უფრო ლამაზ ტაძრად ვაქცევთ. მსურს, რომ ეს სამუშაოები ხუთ წელიწადში დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ამისთვის ძალების მობილიზებას მოვახდენთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, „ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძარი ფრანგებს იმას ახსენებს, რომ ქვეყნის ისტორია წინ მიიწევს და არასოდეს ჩერდება“.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაფერი, რაც საფრანგეთს წარმოადგენს, მისი სულიერი და მატერიალური შემადგენელი ნაწილი, შეიძლება დაზარალდეს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“, - აღნიშნა მან.

ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

პარიზის პროკურატურის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი წინასწარ განზრახული არ იყო. პარიზის პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება