ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე-განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე-განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ადგილობრივი დაფინანსებით, დასახლებებს ჯამში 406 ლამპიონი დაემატება.

პროექტის მიხედვით, ენერგოეფექტური ლედ სანათები სოფლების იმ უბნებში დამონტაჟდება სადაც, გარე-განათება მანამდე არ ყოფილა. ლედ სანათები, ეკონომიურობით გამოირჩევა და მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას.

სამუშაოებს ადგილზე ა(ა)იპ „ბორჯომის გარე განათების“ სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ და მისი დასრულება თვის ბოლოსთვის მოხდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია