ნაზი ჯანეზაშვილი - მივესალმები ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა სრულად არ დააკომპლექტოს - იმედია, ამას გაითვალისწინებენ

მივესალმები ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა სრულად არ დააკომპლექტოს - იმედია, ამას გაითვალისწინებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვი, რომ პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არის არაფორმალური შეთანხმება და არც საბჭოს უცხადებს ნდობას და არც - პარლამენტს“.

“ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უზენაესი სასამართლო ამ პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს. შესაძლებელია ეს კანონმდებლობაში არ აისახოს, მაგრამ პოლიტიკური მიდგომიდან გამომდინარე, პარლამენტმა უზენაესი სასამართლო სრულად არ დააკომპლექტოს. ვაკანსიათა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი. ამჟამად არის 18 ვაკანსია, დაემატება კიდევ ორი და ჯამში, უზენაეს სასამართლოში 2019 წლისათვის 20 ვაკანსია იქნება. მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დაკომპლექტება ეტაპობრივად მოხდეს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე შეფასებით, სრულიად ადეკვატურია ვენეციის კომისიის რეკომედაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხის გადახედვის შესახებ.

„ვენეციის კომისიის რეკონდაციებამდე ვფიქრობდი, რომ გამოცდა, როგორც ერთ-ერთი მოთხოვნა, უნდა გაუქმებულიყო. ვენეციის კომისია სწორედ მრავალფეროვნებას უჭერს მხარს. უზენაესი სასამართლო თავისი საქმიანობიდან გამომდინარე არის ისეთი ორგანო, სადაც მოსამართლეები არაერთ გადაწყვეტილებას განმარტავენ და სასამართლოს პრაქტიკას და სასამართლოს ბედს განსაზღვრავენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს დაკომპლექტება იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მასში შედიოდნენ ადვოკატები, სხვადასხვა დარგის იურისტები და ასევე, იყვნენ ყოფილი, გამოცდილი მოსამართლეები“, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა