ეკა ბესელია - ვენეციის კომისიის დასკვნაში რაც არ არის გაკრიტიკებული, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია

ის რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, - ასე აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნას მმართველი პარტიის წევრების მიერ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტი კრიტიკას ვერ უძლებს. ეკა ბესელიას თქმით, დროა უმრავლესობამ მოუსმინოს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს და არ გააგრძელოს პოლიტიკა, როდესაც არავის უსმენს.

"ის რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, ყველაფერი დანარჩენი გატარებულია კრიტიკის ქარცეცხლში. პრინციპების დონეზე კანონპროექტი არ შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს. გაკრიტიკებულია - კრიტერიუმები, რადგან გამოცდა არ უნდა იყოს წინაპირობა, რასაც ჩვენ ვამბობდით. გაკრიტიკებულია ასაკი და გამოცდილება და მიჩნეულია, რომ ეს არის ძალიან დაბალი და ჩვენს კანონპროექტში გამოცდილების თვალსაზრისით უფრო მაღალი სტანდარტია შემოთავაზებული. გაკრიტიკებულია კენჭისყრის პროცესი, შერჩევის პროცესი, ასევე ფარული კენჭისყრა. გაკრიტიკებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი, რასაც ჩვენც ვაკრიტიკებდით. პირდაპირ მითითებულია, რომ ასეთი დაბალი დონის სტანდარტი არღვევს საერთაშორისო მიდგომებს, რომელსაც უნდა იცავდნენ ქვეყნები. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ჩიხში შევიდეს კენჭისყრის პროცესი. გაკრიტიკებულია ყველა პრინციპი, ყველა ეტაპი, რაც ამ კანონპროექტშია მითითებული ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან