კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკებით დაუკავშირდება

კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკებით დაუკავშირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის მოადგილემ მაია ბითაძემ სხდომაზე დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყის ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია. გამოიყო 8 ძირითადი სატყეო სექტორი და ინვენტარიზაციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ GIZ-მა გამოყო გრანტი სატყეო კვლევების საფუძველზე და რამდენიმე დღეში გაფორმდება მემორანდუმი. წლის ბოლომდე მოეწყობა 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას დააკავშირებს მთაწმინდასთან. ასევე ამ ბილიკებზე მიეწყობა საკემპინგე ადგილები, დასასვენებელი ადგილები, ეკოლოგიური განახლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, გადმოსახედები. ეს ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის და ადგილობრივ მოსახლეობასაც ექნება საშუალება, რომ ისეთ სივრცეებს გაეცნონ თბილისში, სადაც პრაქტიკულად ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ასევე მოხდება 20 ჰა-მდე ტყის აღდგენის ღონისძიებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება, რაც თბილისის ლანდშაფტის ახალ სივრცეებს აგვათვისებინებს ტურისტული მიზნით",- განაცხადა ბითაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა