გია ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ოპონენტების განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია - რაც გავითვალისწინეთ, იმას მიაქციეთ ყურადღება!

პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია განცხადებები, რომელსაც ოპონენტები აკეთებენ, სხვანაირად არც ველოდებოდით, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ვენეციის კომისიის დასკვნაზე ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

მმართველი პარტიის წევრის განცხადებით, უმრავლესობისთვის ვენეციის კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია.

"პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია განცხადებები, რომელსაც ოპონენტები აკეთებენ, სხვანაირად არც ველოდებოდით. ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია და თუ რამე არ არის, ამაზეც აქვს პასუხი უმრავლესობას. ყველასთვის საინტერესოა ვენეციის კომისიის მოსაზრებები და თუ რაიმეს არ გაითვალისწინებს პარლამენტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ იყო საჭირო. რაც გაითვალისწინა, ამას მიაქციეთ ყურადღება!" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა