ეკატერინე მიქაბაძე „მწვანე სამოქმედო პროგრამის“ განხორციელების ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საფრანგეთში, პარიზში, 18-19 აპრილს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინიციატივით, მწვანე სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ბიუროს ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ეკატერინე მიქაბაძე მწვანე სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ბიუროში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარედ არის არჩეული.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)-ის ცნობით, წლევანდელ შეხვედრაზე განიხილება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პროგრამის ფარგლებში „Green action Task Force“-ის 2019-2020 წლების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები, პროგრამის “EU4Environment” ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, აგრეთვე მდგრად ინფრასტრუქტურასა და წიაღთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობასა და კონტრიბუციას მიზნობრივი ჯგუფის საქმიანობაში. ამასთანავე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ ბიუროს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს OECD, და პარტნიორი ორგანიზაციები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს