ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ის პიროვნებები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას აწვდიან პაციენტებს, უნდა იყვნენ დაცულები

ის პიროვნებები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას აწვდიან პაციენტებს, უნდა იყვნენ დაცულები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ განაცხადა.

ამით მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

„ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, პაციენტს აქვს უფლება მას მიეწოდოს დროული, კვალიფიცირებული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება. ზუსტად აქედან გამომდინარე ხდება, რომ ის პიროვნებები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას აწვდიან პაციენტებს, უნდა იყვნენ დაცულები. სამედიცინო პერსონალისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს მესამე პირისთვის, პაციენტისთვის, ადეკვატური დახმარების მიწოდების ხელშეშლას,“ - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა