ხათუნა გოგორიშვილი ანრი ოხანაშვილს - ვენეციის კომისიის რამდენი რეკომენდაცია გაითვალისწინეთ და რამდენი - არა, მგონი, ცოტა თვლა აგერია

„იქნებ თქვენს გამოსვლაში გვითხრათ, საბოლოოდ რამდენი რეკომენდაცია გაითვალისწინეთ და რამდენი არა, რადგან მე მგონი ცოტა თვლა აგერიათ, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის შესწორებულ ვარიანტს წარადგენს.

„ბატონო ანრი, თქვენ დაიწყეთ იმით, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებთ ერთის გარდა და ბოლოს გამოვიდა, რომ ორ რეკომენდაციას ითვალისწინებთ. იქნებ თქვენს გამოსვლაში გვითხრათ, საბოლოოდ რამდენი გაითვალისწინეთ და რამდენი არა, რადგან მე მგონი ცოტა თვლა აგერიათ. გასაგებია, რომ მესიჯ-ბოქსში გინდათ ჩაჯდეთ, მაგრამ თქვენსავე გამონათქვამებს ვამბობ,“- მიმართა გოგორიშვილმა ოხანაშვილს.

გარდა ამისა, დეპუტატმა კანონპროექტის ის მუხლიც გააკრიტიკა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საკითხს შეეხება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

გოგორიშვილის თქმით, სიტყვა „უფლებამოსილია“ იუსტიციის საბჭოს წევრებს შესაძლებლობას უტოვებს, გადაწყვეტილება თავიანთი სურვილისამებრ მიიღონ.

„ამ კანონპროექტში სიტყვა „უფლებამოსილია“ არ არის შემთხვევითი. უფლებამოსილება ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის საბჭომ შეიძლება გააკეთოს ეს, შეიძლება - არ გააკეთოს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორ ხასიათზე იქნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, იმის მიხედვით კი არ მიიღონ გადაწყვეტილებები, არამედ ფორმულირება უნდა იყოს ისეთი, რომ ეს იყოს იმპერატიული ნორმა და არ იყოს დამოკიდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებაზე,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა