ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბაჩანა შენგელიას  დავეხმაროთ

ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბაჩანა შენგელიას დავეხმაროთ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროში ბაჩანა შენგელიას განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც ექსპერტიზაზე უარს ეხებოდა.

„სამინისტრო ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ჩვენმა ექსპერტმა ითანამშრომლოს ექსპერტიზის ბიუროსთან. შემდეგ ისინი უკავშირდებიან ექსპერტს და ურთიერთობა გრძელდება მათ შორის მათივე ურთიერთობის საფუძველზე. ჩვენ ამ პროცესს მონიტორინგს არ ვუწევთ. ჩვენს ექსპერტებს ამ ტიპის დახმარების ვალდებულება არ გააჩნიათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ წლების მანძილზე ჩვენს მიერ არის ყველა ძალისხმევა გამოყენებული, რომ როგორმე გავუწიოთ კოლეგიალური დახმარება მეორე საჯარო უწყებას, რადგან ნებისმიერი საქმე, რომელიც მიმდინარეობს ექსპერტიზის ბიუროში, არის დიდი ინტერესის შემცველი, საჭიროებს გამოკვლევას, ამიტომ ბაჩანა შენგელია ვერ იქნება გამონაკლისი. ასევე, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ დავეხმაროთ მას. რა შედეგით დასრულდება, არ არის ჩვენზე დამოკიდებული, დამოკიდებულია ექსპერტების მიერ გამოხატულ ნებაზე, რომლებიც ვალდებული არ არიან მიიღონ მონაწილეობა და თუ ისინი პროცესში ჩაბმაზე დათანხმდებიან, ჩვენ არ გვაქვს საწინააღმდეგო არაფერი“, - განაცხადა მარინა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, ბაჩანა შენგელიამ დღეს განაცხადა, რომ გამოძიებისთვის ხელის შეშლასა და ფაქტების გაყალბებას „მთელი სამთავრობო სისტემა ცდილობს".

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო ია კერზაიას საქმის გამოძიებისთვის ხელისშეშლასთან დაკავშირებული უპრეცენდენტო ფაქტების შესახებ. პირველ რიგში ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სრულიად უკანონოდ უკვე მეორედ მოგვივიდა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე. პირველ შემთხვევაში მათ თითქოს დაასაბუთეს, რომ მოუცლელობის გამო ვერ ტარდება ექსპერტიზა, ხოლო ხელმეორედ მიმართვის შემდეგ გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ გამოუყო სპეციალისტი“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მისი თქმით, ექსპერტიზას უნდა დაედგინა, ის სისხლჩაქცევა, რომელიც ია კერზაიას განუვითარდა, შესაძლებელი არის თუ არა გამოწვეული ყოფილიყო ძლიერი სტრესის შემთხვევაში, რაც შესაძლოა სკოლაში ინსპექტირებას გამოეწვია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს