ხათუნა გოგორიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შეიძლება მოსამართლეობის კანდიდატებისგან სიგრძეზე ხტომის სერთიფიკატი მოითხოვონ

ამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შეიძლება მოსამართლეობის კანდიდატებისგან სიგრძეზე ხტომის სერთიფიკატი მოითხოვონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

გოგორიშვილი ითხოვს, კანდიდატების მხრიდან მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა აუცილებლად იყოს თანდართულ დოკუმენტებში, როგორც სავალდებულო.

„საკითხი ისევ ეხება თანდართული დოკუმენტების ნუსხას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როდესაც ანდობთ თანდართული დოკუმენტების ნუსხის წარმოდგენას, შეიძლება ცოტა უტრირება გავაკეთო, მაგრამ ამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან არ უნდა გაგვიკვირდეს, შეიძლება მაგალითად, მოითხოვონ სიგრძეზე ხტომის სერთიფიკატი. კანდიდატების მხრიდან მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა აუცილებლად უნდა იყოს ამ თანდართულ დოკუმენტებში, როგორც სავალდებულო ანუ უნდა დაუკანონოთ, რომ თავიდანვე მოთხოვნილი იყოს “, - განაცხადა გოგორიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს