ეკა ბესელია უმრავლესობას - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები  ისე აბურთავეთ,  ნამდვილად არ მწყდება გული, რომ ჩვენს მოსაზრებებს არ ითვალისწინებთ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ისე ეპყრობით და დასკვნა ისე აბურთავეთ, რომ ნამდვილად არ მწყდება გული, რომ ჩვენს მოსაზრებებს არ ითვალისწინებთ, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავენ.

ბესელიამ აღნიშნული შეფასება ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ფარული კენჭისყრით მიღების გაუქმებას ეხება, რაც მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა და კორექტირებულ პროექტში არ ასახა.

“თქვენ თქვით, რომ ითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, გარდა ერთისა. აღმოჩნდა, რომ ითვალისწინებთ მხოლოდ ერთს და ყველა დანარჩენზე უარს ამბობთ. დასკვნა ყველაზე მთავარი რეკონდაციებით მთავრდება და წერია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრის ჩატარება უნდა გაუქმდეს, რადგან ეს დაკავშირებულია დასაბუთებასთან. რატომ არ იზიარებთ ამას და რა დროს 2013 წლის რეკომენდაციებია, როცა დღეს არის 2019 წელი და დასკვნა წარმოდგენილ კონკრეტულ კანონპროექტს ეხება?!“, - მიმართა ბესელიამ პროექტის ინიციატორებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს