ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობას - ალბათ,  ვერ იტყვით, რომ ვენეციის კომისიის წევრებს ან თავისი დოკუმენტები არ ახსოვთ, ან მეხსიერების პრობლემა აქვთ

ალბათ, ვერ იტყვით, რომ ვენეციის კომისიის წევრებს ან თავისი დოკუმენტები არ ახსოვთ, ან მეხსიერების პრობლემა აქვთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ. მისი თქმით, ის, რომ ვენეციის კომისია 2013 წელს ფარული კენჭისყრის მომხრე იყო, ხოლო ახლა ამის ღიაობას უჭერს მხარს, იმით არის განპირობებული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა იყოს საჯარო.

„თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზი იმას, რომ ეყრდნობით 2013 წლის რეკომენდაციას, მაგრამ ახლა არის 2019 წელი და ის, რომ იმავე ვენეციის კომისიამ ამ 6 წლის განმავლობაში შეიცვალა პოზიცია, ბევრი რამით არის განპირობებული. ალბათ, ვერ იტყვით, რომ ამ ხალხს ან თავისი დოკუმენტები არ ახსოვთ ან მეხსიერების პრობლემა აქვთ. უბრალოდ, შეიცვალა სიტუაცია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ერთ-ერთი რაც აქ მთავარი ცვლილებაა არის ის, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. ეს არის მთავარი განმასხვავებელი. როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა იცის, რომ ეს პროცესი ტრანსლირდება, ამას უყურებს ხალხი, სხვანაირი დამოკიდებულება და ვალდებულება ექნება ამ კენჭისყრის მიმართ",- განაცხადა გოგორიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, კენჭისყრის ღიაობის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, როგორც პირვანდელი, ასევე კანონპროექტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართღლოს მოსამართლეების კანდიდატებზე გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა