ირაკლი აბესაძე - ყველაზე სამწუხარო  არის ის, რომ ამ ქვეყანაში მინისტრის შეცვლასაც  კი არანაირი რეალური ცვლილების მოლოდინი არ მოსდევს

ყველაზე სამწუხარო ამ პროცესში არის ის, რომ ამ ქვეყანაში მინისტრის ცვლილებასაც კი არანაირი რეალური ცვლილების მოლოდინი არ მოსდევს,-ამის შესახებ " ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ გიორგი ქობულიას მიერ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.

აბესაძის თქმით, მინისტრის ცვლილებით ცვლილებები პოლიტიკაში არ იქნება და ქვეყნის მართვა ივანიშვილის მითითებებით გაგრძელდება.

"შეუძლებელია ვისაუბროთ, სიტუაციის დამძიმებაზე, ან გაუმჯობესებაზე განსაკუთრებით ისეთ უმძიმეს მდგომარეობაში არსებულ სფეროზე - ეკონომიკაში. ეს განპირობებულია იმ მართვის სტილით , რაც პირდაპირ ივანიშვილის ნებასურვილის გატარებას უკავშირდება ყველა სფეროში. ასე, რომ, არანაირი არსებითი ცვლილება პოლიტიკაში არ იქნება, ქვეყნის მართვა კვლავ გაგრძელდება ივანიშვილის ახირებების შესაბამისად. ვერც სიღარიბის დაძლევაზე ვისაუბრებთ და ვერც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე , რაც ასე ძალიან აინტერესებს მოსახლეობას",-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს