საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს კიდევ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე ირაკლი ხვედელიძის ინტერესებს იცავდა. საიას ცნობით, მოქალაქე ირაკლი ხვედელძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

„ირაკლი ხვედელიძეს დადგენილება, რომლითაც მისი სამართალდამრღვევად ცნობა მოხდა, გადაეცა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-12 დღეს, მაშინ, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დადგენილება სააპელაციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების მომენტისათვის გასაჩივრების 10 დღიანი ვადა გასული იყო.

„საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ის ნორმა გაასაჩივრა, რომელითაც ზემდგომ ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება არა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, არამედ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში იწერება ის, რომ პირი სცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, მაგრამ არ იწერება, თუ რატომ სცნეს პირი სამართალდამრღვევად. პირის სამართალდამრღვევად ცნობის მიზეზები იწერება სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომელიც ირაკლი ხვედელიძეს დაგვიანებით ჩაბარდა. თუკი ადამიანმა არ იცის, რის გამო ცნო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, შესაბამისად, ის ვერც ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებს. სააპელაციო საჩივარში სამართალდამრღვევად ცნობილი პირი ვერ ჩაწერს, რაში შეცდა პირველი ინსტანციის სასამართლო, თუკი სრულად ვერ წაიკითხა აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საია თვლიდა, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან გასაჩივრების ვადის ათვლით ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება“

„საკონსტიტუციო სასამართლომ საიას პოზიცია გაიზიარა და გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ვადა მისცა 2019 წლის 1 ივლისამდე, რათა ცვლილება შეიტანოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“,- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანია დროულად გატარდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რომელის არსებული ფორმით შენარჩუნება იწვევს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შელახვას.

„ამ საქმეს საია აწარმოებდა პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ“,- ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა