დედამიწის დღესთან დაკავშირებით, „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში მწვანე გამოფენა-გაყიდვა „პრო ექსპო” გაიმართება

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 21 და 22 აპრილს „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში (ალექსანდრე ყაზბეგის #21-ში) მწვანე გამოფენა-გაყიდვა „პრო ექსპო” გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნება 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ქართული წარმოების ბიო პროდუქციას გაეცნონ და ადგილზე შეიძინონ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ბიო, ასევე ორგანული და გარემოსადმი მეგობრული პროდუქციის მწარმოებელი და იმპორტიორი 30-მდე კომპანია სხვადასხვა სფეროდან. ღონისძიების მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული მწვანე ბიზნესის პოპულარიზებასა და განვითარებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ეკონომიკური საქმიანობა „პროკრედიტ ბანკის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რაც გამოიხატება როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობისას, ასევე შიდა აქტივობების დაგეგმვისას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბანკი მწვანე დაკრედიტებას 2012 წლიდან ახორციელებს. შესაბამისად, ინვესტირება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში, ბანკის მომხმარებლებს მეტ კომფორტს უქმნის, ამცირებს დანახარჯებს, ზრდის ეფექტურობას და ამასთანავე, გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

გამოფენაში მონაწილეთა სია:

· მოსმიერი - ღვინო (რეალიზაცია და დეგუსტაცია)

· პალიტრა მედია - წიგნები

· ლიბრა - წიგნები

· ფარკონი - სამკურნალო მცენარეული ნედლეული, სუნელ-სანელებლები, ფიტო ჩაი

· შპს საფერიკო - საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წვენი, ჩაი და აჯიკა

· ი/მ ბაგრატ მეზურნიშვილი - სუნელ-სანელებლები, ღვინო, ჭყინტი ყველი

· საქველმოქმედო კავშირი „თემი - ღვინო და წვენი

· შპს გერმანული წისქვილი - ღვინო, ხილის არაყი

· შპს „ბიპისი“ - ნატურალური წვენები

· ანასეულის ექსპერიმენტილური ჩაის ფაბრიკა - ჩაი

· ირინოლა - თაფლი

· შპს ხარება - თაფლი

· ღლონტების თაფლი - თაფლი

· რაჭული თაფლი - თაფლი, ფიჭა

· Geo Fresh - ჩირი ქილისა და ქაღალდის შეფუთვებში (რეალიზაცია და დეგუსტაცია)

· Cumbo Pops • ცუმბო პოპსი - ხილის ნატურალური პოპსები

· შპს გემუანი - ხილის კრიპსები

· ბიოაგრო - ორგანული სასუქები

· მაკრო პრიმი - ორგანული სასუქები

· შპს „მწვანე სახლი“ - ქოთნის მცენარეები, ყვავილები, ბუჩქები

· მზის სახლი - მზის პანელები

· ფელიქს საქართველო - იატაკის გათბობის სისტემები

· Green Caucasus - კონსულტაცია ბიო ორგანული წარმოების შესახებ

· Zero Effect - ყავა, მეტალის და ხისგან დამზადებული მრავალჯერადი მოხმარების ნივთები

· Friendly Organic - დედისა და ბავშვის მოვლის ბიო საშუალებები

· სოციალური საწარმო მწვანე საჩუქარი - მეორადი ქაღალდით დამზადებული პროდუქცია

· სოციალური საწარმო ბაბალე - ხის, ტექსტილის და თიხის ხელნაკეთი სუვენირები

· სოციალური საწარმო სხივი - ხის ხელნაკეთი ნივთები

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო