დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი, რომელიც „საქსტატის“ მონაცემებით ოთხსულიანი ოჯახისთვის 321 ლარს შეადგენს, საკმარისი არ არის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საარსებო მინიმუმი, რომელიც „საქსტატის“ მონაცემებით ოთხსულიანი ოჯახისთვის 321 ლარს შეადგენს, საკმარისი არ არის. მისივე თქმით, საარსებო მინიმუმი პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახმა ეს თანხა უნდა იკმაროს.

„ეს თანხა, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა და არც ჩემთვის იქნებოდა საკმარისი. საქმე იმაშია, რომ მეთოდოლოგიის შესაბამისად ხდება ამისი დათვლა. ვფიქრობ, უფრო მეტი განმარტებებია საჭირო აიხსნას, რომ საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი და არა საკუთრივ რამეს დამადასტურებელი ან რეკომენდაცია, რომ ეს უნდა იმყოფინოს ოჯახმა. მეთოდოლოგია წლების წინაა დაწესებული. იმისათვის, რომ მოხდეს მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზი, ამიტომ გამოიყენება ერთი და იგივე მეთოლოგია 2000 წლის დასაწყისიდან. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახმა ზუსტად ეს თანხა უნდა იმყოფინოს", -განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცენებით, მარტში საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 181 ლარი შეადგინა. ამასთან,საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 288 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის 321 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის კი 361 ლარია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე