მამუკა ბახტაძე - როცა საჯარო პოლიტიკის მიმართ მაღალი ინტერესია, ვცდილობთ მთავრობამ ის დროულად დააკმაყოფილოს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტექნიკურ საკითხს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე მისი ბრძანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელში იქამდე აღმოჩნდა, ვიდრე ის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსდებოდა.

„მე ამაზე კომენტარი გამიჭირდება, თქვენგან პირველად მესმის. შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხი იყო და ამაზე ადმინისტრაცია გააკეთებს კომენტარს მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე, გპირდებით. ინფორმაცია გადის თუ შემოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც მაღალი ინტერესია საჯარო პოლიტიკის მიმართ, ეს მთავრობამ დროულად დააკმაყოფილოს, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანება, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლებას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა იმ დროისთვის აღნიშნული დოკუმენტი მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებული არ იყო.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს