პრემიერი - სოციალური ფონის და იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ არსებული პრობლემები, ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია

სოციალური ფონის და იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ არსებული პრობლემები, ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკონომიკის მინისტრის შეცვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა დაძლიოს სიღარიბე.

„ჩვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ პირადად ჩემთვის საქართველოს ჰყავს ორი მტერი. ეს არის: სიღარიბე და ოკუპაცია. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რომლის დაძლევის გარეშეც ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მნიშვნელოვან პროგრესზე საქართველოში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სოციალური ფონის და იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ არსებული პრობლემები, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული რესურსი გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად - ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს