მამუკა ბახტაძე - მაქვს მოლოდინი, რომ ნათია თურნავა გუნდთან ერთად შეძლებს, მივიღოთ უფრო ოპერატიული პროცედურები და გადაწყვეტილებები

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დავალებები, რაც ეკონომიკის ახალ მინისტრს ნათია თურნავას აქვს, ძალიან ამბიციური და რთულია. ამასთან პრემიერი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის ამოცანები და დავალებები უკავშირდება ეფექტურობას.

„ნათია ძალიან გამოცდილი ადამიანია და ეს გამოცდილება გამყარებულია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობით. დავალებები, რაც ნათია თურნავას აქვს, დამერწმუნეთ არის ძალიან ამბიციური და რთული. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ ნათია თავის გუნდთან ერთად შეძლებს, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო ოპერატიული პროცედურები, მივიღოთ ოპერატიული გადაწყვეტილებები, მოვახდინოთ არსებული გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის ცვლილებებიც. მე რომ გითხრათ ახლა კონკრეტულად რა დავალებები აქვს ნათია თურნავას, არ იქნება ჩემგან სწორი, მაგრამ დავალებები უკავშირდება ეფექტურობას და იმას, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ძალიან სწრაფად და ამავე დროს მაქსიმალურად იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც აქვს ჩვენს მეწარმეებს, ჩვენს ბიზნესსაზოგადოებას და ამავე დროს იმ საზოგადოებას, რომელიც საზღვარგარეთიდან აპირებს FDI-ის შემოტანას საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს