მამუკა ბახტაძე - მივესალმებით ნატო-ს გადაწყვეტილებას, რომ შავი ზღვის რეგიონი მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონია

მივესალმებით ნატო-ს გადაწყვეტილებას, რომ შავი ზღვის რეგიონი მათთვის ერთ - ერთი პრიორიტეტული რეგიონია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, ევროპული ოჯახის უსაფრთხოებაზე საუბარი შეუძლებელია.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ჩვენი მეგობრებისთვის მიგვეტანა გზავნილი, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე. მოგეხსენებათ, უფრო და უფრო მეტი დასავლელი მეგობარი იზიარებს ამ პოზიციას. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს გადაწყვეტილებას, რომ სწორედ შავი ზღვა არის მათთვის ერთ - ერთი პრიორიტეტული რეგიონი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, შავ ზღვაში ნატო-ს ყველა ქვეყანასთან ურთიერთობები უნდა გავხადოთ კიდევ უფრო შედეგებზე ორიენტირებული და კიდევ უფრო ღრმა. ამავდროულად, როდესაც ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ სატრანსპორტო მიმართულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჯერ კიდევ ლოგისტიკა ერთგვარი ბარიერია იმისთვის რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ევროკავშირთან ვაჭრობა. შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, როგორც რუმინეთს, ასევე ბულგარეთს ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი რესურსი აქვს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი