ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.

გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორი დააკავეს

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე