პრემიერი - ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები 142 აბიტურიენტი თსუ-სა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადებას გაივლის

მიმდინარე წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები 142 აბიტურიენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მომზადებას გაივლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აბიტურიენტების მომზადების ხარჯებს, მათ შორის საცხოვრებელსაც, სრულად სახელმწიფო დააფინანსებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განიხილება მთავრობის სხდომაზე. განათლების რეფორმის, როგორც ეროვნული იდეის ფარგლებში, დავიწყეთ საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ეს, ასევე, გახლავთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ შემადგენელი ნაწილი. მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი. ისინი მომზადებას გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. ჩვენ გუშინ საპილოტე პროგრამა ავამოქმედეთ, რომელიც ძალიან წარმატებული იქნება. ახალგაზრდების განათლებას, მათ შორის საცხოვრებელ კომპონენტსაც, სრულად დავაფინანსებთ ჩვენ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს