ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც ქალაქს რამდენიმე წლით უკან დახევს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან მაქსიმალურად დაიძაბოს საარჩევნო გარემო.

ზაალ უდუმაშვილისა და „ნაციონალური მოძრობის“ სხვა სტუმარს აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ზუგდიდში. ზუგდიდი და სამეგრელო ყოველთვის იყვნენ მიჩვეული, რომ აქ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ პატივისცემით და სიყვარულით. რა თქმა უნდა, პატივს სცემენ კანონს და ეს ასეც გაგრძელდება. იქნება ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება იყოს შეყვანილი შეცდომაში და მაქსიმალურად დაიძაბოს მათი მხრიდან საარჩევნო გარემო. ჩვენ ამისთვის მოწადინებულები არა ვართ. ქალაქმა გამოიღვიძა და აქ ახალი შესაძლებლობები იქმნება. მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც რამდენიმე წლით უკან დახევს ზუგდიდს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან ასევე ისაუბრა სოფელ გრიგოლიშში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. უდუმაშვილის მტკიცებით, შს მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნითაა დაკავებული.

„მმართველი პარტია ცდილობს, დესტაბილიზაცია შემოიტანოს, თუმცა მინდა ისინი დავარწმუნო, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს