საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის ხელმძღვანელი  მიხეილ ფეიქრიშვილი მედია საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩევლად ინიშნება

საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი მედია საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მრჩევლად ინიშნება. ფეიქრიშვილი უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის თანამშრომელი იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილმა დაუდასტურა.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, რომელიც პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულია, ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი უხელმძღვანელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს