ბათუმი ღამის ნახევარმარათონს მეორედ მასპინძლობს

20 აპრილს, ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარმარათონს Great Batumi Night Race მეორედ უმასპინძლებს. მარათონის მნიშვნელობაზე, მარშრუტსა და მონაწილეებზე დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს, რომელშიც მონაწილეობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და მარათონის ორგანიზატორები იღებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ბათუმისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიებები ცნობადობის გაზრდისა და ბათუმის, როგორც სპორტული ქალაქის იმიჯის ჩამოყალიბების მიმართულებით. წელს, მიენიჭა კიდეც ბათუმს ევროპის სპოსტული ქალაქის სტატუსი და მსგავსი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები განსაკუთრებით ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას. მარათონის ფარგლებში ჩვენი ქალაქი 2020 წელს უკვე უმაპისნძლებს საერთაშორისო კონგრესსაც, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 400-მდე დელეგატი დაესწრება. ეს იქნება საქმიანი ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის განვითარების კიდევ ერთი ხელშემწყობი ღონისძიება, რომელიც კერძო სექტორის, კონკრეტულად კი სასტუმრო კოლიზეუმის მენეჯმენტის ორგანიზებითა და მთავრობის მხარდაჭერით იმართება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბათუმის ღამის მარათონს წელს 40-მდე ქვეყნის ცნობილი მორბენალი და მსოფლიო დონის სპორტსმენი ეწვევა, მათ შორის გერმანიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან.

ნახევარმარათონი (21,1 კმ) სტარტს სასტუმრო კოლიზეუმ მარინასთან შაბათს, 19:30 წუთზე აიღებს. მხიარული გარბენი (10 კმ) კი 19:10 წუთზე. გარდა ამისა, ჩატარდება ორი ბავშვთა გარბენი. მარათონისთვის საღამოს 6 საათის შემდეგ ეტაპოპრივად გადაიკეტება ყველა ის ქუჩა, სადაც ნახევარმარათონის სარბენი მარშრუტი გადის.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის ნახევარმარათონის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ შავი ზღვის სანაპიროს, აჭარის მთებისა და ძველი ბათუმის ულამაზესი ხედები. გარბენის მარშრუტები მთლიანად გაივლის ქალაქის ყველა ტურისტულად მიმზიდველ ადგილს. ყოველ 5 კილომეტრში განთავსდება ძალის აღსადგენი ადგილები. სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იქნება მარშრუტსა და START-FINISH-თან.

„ნახევარმარათონის გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდო ელით. პირველ ადგილზე გამარჯვებულებს 2000-2000 ევრო, მეორე ადგილზე 1500 ევრო, მესამე ადგილზე გასულს კი 1000 ევრო. გარდა ამისა, იქნება სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები.

მნიშვნელოვანია, რომ ღამის ბათუმის გარბენი მხარს უჭერს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტს - ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს!

ბათუმის ღამის ნახევარმარათონი ტრადიციული ღონისძიებაა. ის ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა. ნახევარმარათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საიტზე batumi-marathon.com,“ - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა