ტურისტებისათვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა გამარტივდება

2019 წელს ტურისტებისათვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა გამარტივდება. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებით ის ტურისტები ისარგებლებენ, რომლებსაც შენგენის ზონაში გადაადგილების კარგი ისტორია აქვთ. ევროკომისიის ამ ინციატივას ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა, ახლა კი საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის 28-მა წევრმა ქვეყანამ უნდა აღიაროს.

ცვლილების თანახმად, 3 თვის ნაცვლად ტურისტებს განცხადების შევსება 6- თვიან პერიოდზეც შეეძლებათ. ამასთანავე დაგეგმილია მრავალჯერადი ვიზის გაცემა 5- წლიანი ვადით. ევროკომოსიის განცხადების მიხედვით, ტურიზმი ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი აზრით, გამარტივებული სავიზო რეგულაციები ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი