შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140 ადამიანამდე გაიზარდა

შრი-ლანკაში სამ სასტუმროსა და სამ ეკლესიაში ერთდროულად მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140 ადამიანამდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი კი 400-მდე. აფეთქების დროს ეკლესიებში სააღდგომო წირვა მიმდინარეობდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ორ ლოკაციაზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ასევე, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულებს შორის უცხოელები არიან.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრამასინგხემ დაგმო ქვეყანაში მომხდარი ტერაქტები.

ამ ეტაპზე ჯერ არც ერთ ტერორისტულ ან ექსტრემისტურ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია აღნიშნულ ტერაქტზე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს