დავით უსუფაშვილი - პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგეტიკული პოტენციალი

პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგეტიკული პოტენციალი, - ასე აფასებს “შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პანკისი ხეობაში შექმნილ ვითარებას.

უსუფაშვილის აზრით, პანკისში, განსაკუთრებით მაჩალიკაშვილების ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერი პოლიტიკურია და არა ეკონომიკური ან ენერგეტიკული.

“პრემიერს და მთავრობას ამდენი არ ესმით! არც ის ესმით, რომ ამგვარი საკითხების მოგვარებაში პოლიცია და სპეცრაზმი ყველაზე კონტრპროდუქტიული ინსტრუმენტია! ამიტომ, სანამ ვითარების განმუხტვა კიდევ შესაძლებელია, პანკისში უნდა ჩავიდეს საქრთველოს პრეზიდენტი და მოსახლეობას მისცეს გარანტია, რომ შეთანხმების მიღწევამდე ჰესის მშენებლობა არ განახლდება. ცხადია, თუ იგი კვლავ იმას არ ფიქრობს, რომ ის პოლიტიკის მიღმაა და ეს კი პოლიტიკაა..." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს