გიორგი გახარია ჟურნალისტებს - ახლა რა გინდათ, თქვენთან დისკუსიაში შემოვიდე?! უნდა დამკითხოთ?! - გაიღიმეთ

ახლა რა გინდათ, თქვენთან დისკუსიაში შემოვიდე?! უნდა დამკითხოთ?! მუშაობის საშუალებას მომცემთ?! - გაიღიმეთ - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში მისი მისამართით დასმული კითხვების საპასუხოდ.

მისივე თქმით, როდესაც ხეობაში სამშენებლო კომპანია შევიდა და დაიწყო სამუშაოების განახლება, ტერიტორიაზე მხოლოდ 35 პოლიციელი იმყოფებოდა.

კითხვაზე, რატომ მოხდა სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა პანკისში, მინისტრმა აღნიშნა, რომ დამატებითი ძალების შეყვანა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

ამ დროისთვის შს მინისტრი პანკისელებთან შეხვედრას მართავს.

შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს