შრი-ლანკაში ტერაქტებში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავეს

შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქების საქმეზე, რასაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი ადამიანი დააკავეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მან მომხდარს ტერორისტული ინციდენტი უწოდა, რომლის უკანაც ექსტრემისტული დაჯგუფებები დგანან.

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 207 ადამიანი, 450-მდე დაშავდა.

შრი-ლანკას ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღო, ასევე დაბლოკილია წვდომა სოციალურ ქსელებზე.

ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დღეს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება და ხვალამდე გაგრძელდება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს