პარლამენტთან აქცია „სოლიდარობა პანკისს“ მიმდინარეობს

„სოლიდარობა პანკისს“ - საქართველოს პარლამენტის შენობასთან ამ სახელწოდებით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი სლოგანია - „არა ძალადობას, არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას“.

აქციაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის თქმით, დღეს ხელისუფლებამ მოსახლეობის პროტესტის წინააღმდეგ გამოიყენა საპოლიციო ძალა, ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივებთან ჯანსაღი კომუნიკაციის ფორმატი შეექმნა.

"დღეს მოსახლეობა და ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვნახეთ პანკისში, როდესაც ხელისუფლებამ მოსახლეობას, რომელიც სამართლიანად იყო გაბრაზებული და გამოხატავდა პროტესტს ჰესების მშენებლობის მიმართ, სამწუხაროდ, წინ დაუყენა საპოლიცო ძალა, შეიარაღებული სპეცრაზმი და არ შექმნა საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნორმალური ფორმატი. ამ აქციის მთავარი მიზანია გავაპროტესტოთ ხელისუფლების იმგვარი გადწყვეტილებები, რაც ვნახეთ პანკისის ხეობაში," - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს