სერგო მეთოფიშვილი გიორგი მიქაუტაძეს - თქვენი ლექციები არ მჭირდება

თქვენი ლექციები არ მჭირდება ბატონო გიორგი, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის დანამატის განსაზღვრის შესახებ" საკითხი, რომლის მომხსენებელიც საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე იყო.

მეთოფიშვილმა საკითხზე მსჯელობისას კითხვა დასვა, დანამატის გაზრდა ეხებოდა თუ არა სასამართლოს აპარატის თანამშრომლებსაც. გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ეს იუსტიციის საბჭოს კომპეტენცია არ არის და ამ საკითხს უშუალოდ სასამართლოს ხელმძღვანელი წყვეტს.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი საკითხი და თუ რესურსებზე მეკითხებით, იციან ეს თავმჯდომარეებმა. თქვენი სასამართლოს ხელმძღვანელი თქვენთან ახლოს ზის და მას აქვს ინფორმაცია ამის თაობაზე. ჰკითხეთ თქვენს თავმჯდომარეს. გასაგებია?! სხვანაირად როგორ აგიხსნათ?“ - მიმართა გიორგი მიქაუტაძემ სერგო მეთოფიშვილს.

სერგო მეთოფიშვილმა კი უპასუხა, რომ ძალიან კარგად იცის, ვისი კომპეტენცია არის. „მე გკითხეთ, თუ იცით და თუ გაქვთ ინფორმაცია. მინდოდა დაფიქსირებულიყო ამ სხდომაზე, ამ ფორმატში, გასაგებია?!" - აღნიშნა სერგო მეთოფიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა