გრიგოლ ლილუაშვილი - “სამურზაყანოელი აფხაზის“ ცნება ისტორიაში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს თეორია, რომ ოდესმე თრუსო საქართველოს შემადგენელი არ იყო

“სამურზაყანოელი აფხაზის“ ცნება ისტორიაში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს თეორია, რომ ოდესმე თრუსო საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ იყო, - ამის თაობაზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გამართული დახურული საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა ე.წ. “სამურზაყანოელი აფხაზის“ ცნება, რომელსაც სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მასმედიის საშუალებები პროპაგანდირებს.

“სწორედ ამაზეა საუბარი, რომ დეზინფორმაციით, მიზანმიმართული არასწორი საინფორმაციო პოლიტიკით ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ აზრის თავზე მოხვევას ცდილობს. სამწუხაროდ, ამ პროვოკაციაში შეიძლება ჩვენი თანამოქალაქეებიც იყვნენ გამოყენებული“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა