მარტვილში, სოფელ სალხინოში, 46 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, 46 წლის მურთაზ კეკუტია, რომელიც საამქროში მუშაობდა, სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა. კეკუტია შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფელ სალხინოში მერის წარმომადგენელმა გია ჯიჯელევამ განუცხადა, აღნიშნული საამქრო ექსპლუატაციაში ჯერ არ იყო შესული და კეკუტია მოწყობილობას ამოწმებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.

„სააქმროს მეპატრონე გარდაცვლილის ბიძაშვილია. ჯერ არ იყო გახსნილი. მე როგორც ვიცი, იქ რაღაცას ამოწმებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. ფაქტს არავინ შესწრებია, როცა ნახეს უკვე გარდაცვლილი იყო“, - ამბობს ჯიჯელავა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ