„ენერგო-პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას აგრძელებს

ექვსი პროფესიული სასწავლებლის, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის სპეციალობის 8 წარმატებული სტუდენტი, მთელი სწავლის პერიოდში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-სგან თვეში 200 ლარიან სტიპენდიას, ხოლო სწავლის დასრულების შემდგომ, დასაქმების შეთავაზებას მიიღებს. სტუდენტები შეირჩნენ აკადემიური მოსწრების, რეიტინგების, თავად კოლეჯების ადმინისტრაციის რეკომენდაციებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან, გასაუბრების საფუძველზე. აღნიშნულ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ენერგეტიკოსი ჰყავდეს ქვეყანას. კომპანიის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა და მომავალში კიდევ განხორციელდება სკოლის მოსწავლეებისთვის თუ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გვინდა, რომ მომავალი თაობა უფრო მეტად დაინტერესდეს ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დარგით. ეს ახალგაზრდები, მომავალში უნდა ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. მათ კი ვინც უკვე აირჩია ეს მიმართულება, ვცდილობთ მეტი მოტივაცია და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

„მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სასწავლებლების უმრავლესობა, საქართველოს რეგიონებში მდებარეობს, შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ეძლევათ შესაძლებლობა, შეისწავლონ პროფესია, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმდნენ საკუთარ რაიონშივე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამის მომსახურების ცენტრში თუ ფილიალში“ - განაცხადა სს ,,ენერგოპრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სტიპენდიები მიიღეს: ახალციხის კოლეჯ ,,ოპიზარის“, ფოთის კოლეჯ ,,ფაზისის“, თელავის კოლეჯ ,,პრესტიჟის“, საგურამოს ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის“, თბილისის პროფესიული სასწავლებლების ,,მერმისის“ და ,,სპექტრის“ სტუდენტებმა.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულ პროექტს სექტემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აკაკი წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა