მიხეილ სააკაშვილი - ვიდრე პოროშენკო პრეზიდენტია, სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს არც ველოდი - არაუშავს, ცოტას კიდევ მოვითმენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აკრძალული აქვს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების მზაობა გამოთქვა.

„ვიდრე პეტრო პოროშენკო პრეზიდენტია, არც ველოდი სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს. არაუშავს, კიდევ ცოტას მოვითმენ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში შესაძლო ჩასვლის შესახებ საუბრობს, ქვეყანაში კანონიერი შესვლისთვის საფუძველი არ აქვს.

„2017 წლის სექტემბერში მან პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნული ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დასტურდება. ჩადენილი კანონდარღვევის გამო, მისთვის უკრაინაში შემოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლამდე შეზღუდვებია დაწესებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს