რუსეთის პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობისას უკრაინაში არსებული რელიგიური უთანხმოებების გადალახვა მოხდება

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი პრეზიდენტობისას უკრაინაში არსებული რელიგიური უთანხმოებების გადალახვა მოხდება.

პატრიარქ კირილის თქმით, უკრაინის ახალ პრეზიდენტს შანსი აქვს უკრაინის ისტორიაში, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი შევიდეს.

„უკრაინელ ხალხს, რომელიც მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას, დიდი იმედები აქვთ, რომ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით. თქვენ ისტორიული შანსი გაქვთ გააერთიანოთ ერი და პირადი წვლილი შეიტანოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში და კონფლიქტების გადალახვაში“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის შევიწროება და დისკრიმინაცია დასრულდება“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი