ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ “მომავლის ბანკის“ ფორმუში მიიღო მონაწილეობა

დღეს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში", The Financial-ის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით საბანკო ფორუმი "მომავლის ბანკინგი" გაიმართა, სადაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ საბანკო რეგულაციების თემაზე პრეზენტაცია გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. პაპუნა ლეჟავამ მონაწილეებს დეტალურად გააცნო განხორციელებული ცვლილებების აუცილებლობა და პირველადი შედეგები, მან ასევე ვრცლად ისაუბრა სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე და მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. "ძალიან კარგია, რომ ასეთი ღონისძიებები იმართება და არსებობს პლატფორმა, რომ გარკვეულწილად გავცვალოთ ინფორმაცია ბაზრის მოთამაშეებს, ექსპერტებსა და მოსახლეობას შორის. ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი შინაარსი არის სწორედ ახლახან შემოღებული რეგულაციების განხილვა, უკვე დანახული შედეგები და სამომავლო გეგმები", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ცნობისთვის, "მომავლის ბანკინგი" ყოველწლიური ღონისძიებაა და The Financial-ის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია კომპანიებს საშუალება მისცეს წარმოადგინონ სერვისების წარმართვის, გადახდის მეთოდების, კიბერ თავდაცვისა დამომხმარებლის მომსახურეობის ინოვაციური სერვისები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა